|
2016-09-26 15:30:42, 524 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ჩალოკა ბეიანის შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში ვიზიტის მიზანს დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასება წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სოზარ სუბარმა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმართულებით განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მინისტრმა გრძელვადიანი განსახლების, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებსაც 2014 წელს, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული ჩალოკა ბეიანის ანგარიში მოიცავს. დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მინისტრსა და მის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან შთამბეჭდავია ის სამუშაოები, რაც რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩალოკა ბეიანი, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ კორპუსებს დაათვალიერებს და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნობა. (NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)