23:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 16:15:11, 1429 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრს შეხვდება

4 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრი ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება 26 იანვარს, ანკარაში, საბაჟოს საერთაშორისო დღის ეგიდით გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მიიღეს.

მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გაწეულ საქმიანობას, დასახავენ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ადმინისტრაციული დანახარჯების შემდგომი შემცირების ხარჯზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, თურქეთის მხარეს, „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ახალქალაქი-ყარსის მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზით  გადაადგილებული ტვირთისა და მგზავრების მიმართ მოქნილი და მოდერნიზებული საბაჟო პროცედურების დანერგვას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის ვაჭრობის და საბაჟო საკითხთა  მინისტრის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს საბაჟო ინფრასტრუქტურის (მათ შორის გაფორმების ეკონომიკური ზონის) მონახულება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics