|
2016-09-21 10:23:31, 815 ნახვა
საზოგადოება
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღნიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საპატრიარქოს ვებგვერდზე კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ავრცელებს 21 სექტემბერს ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებით. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თითოეული ჩვენგანის, ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!“ ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლში, იმ ადგილას, სადაც არის: ქუჩაში, ტრანსპორტში და სხვა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს, მისი მადლი შეგეწიოთ“,-აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)