19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:23:22, 1559 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „მუზეუმი“ ოფიციალურად გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ისტორიულ ნაწილში, ახალი სასტუმრო „მუზეუმი“ გახსნა. მასთან ერთად, სასტუმროს გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

სასტუმრო „მუზეუმი“, რომელიც თავად ორბელიანების ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეშია განთავსებული, ამჟამად 46 ნომერს, სამ რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. გათვალისწინებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ორბელიანების ისტორიულ სასახლეს გააჩნდა, მათ შორის, ინტერიერი და აივნები. სასტუმროს მართვას ახორციელებს ამერიკული მენეჯმენტ ჯგუფი “Key Hospitality”. ამჟამად სასტუმროში 80 ადამიანია დასაქმებული.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში,  საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში,  რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის 41 პროცენტია.

„დღეს საქართველოში 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს, რაც საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.  ჩვენ გვაქვს მკაფიო და ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფრეიზერის ინსტიტუტმა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველომ მე-5-ე ადგილამდე გაიუმჯობესა პოზიცია. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთება სასურველი და მომგებიანია, რაზეც სასტუმრო „მუზეუმში“ ჩადებული ინვესტიციაც მეტყველებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics