2026-04-25 18:07:13, 249 ნახვა
პოლიტიკა
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აბას არაღჩის ცნობით, პაკისტანში ოფიციალურ პირებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის მოთხოვნები გააცნო. მისი თქმით, განიხილეს ძალისხმევა, რომელიც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ისახავს მიზნად.
აბას არაღჩის თქმით, ისლამაბადში შეხვედრები გაიმართა პაკისტანის არმიის მეთაურთნ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, ვიდრე შედეგი არ მიიღწევა.
ისლამაბადში ჩასვლამდე არაღჩიმ განაცხადა, რომ პაკისტანის შემდეგ ვიზიტები ომანსა და რუსეთში აქვს დაგეგმილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,