|
2016-09-19 11:41:33, 1232 ნახვა
ეკონომიკა
მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 8 059,8 მილიონი ლარი შეადგინა
მეორე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 059,8 მილიონი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,0% დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 0,7%-ით გაიზარდა. „მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,6 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი). ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1 პროცენტი), მშენებლობა (12,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,8 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-5,8 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2.8 პროცენტი). 2016 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით. 2016 წლის 15 ნოემბერს დაზუსტდება 2015 წლის და 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები. 2016 წლის მონაცემების საბოლოო დაზუსტება განხორციელდება 2017 წლის 15 ნოემბერს“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)