|
2016-09-17 12:02:47, 738 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, სოფელ ფლავისმანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში „ნაციონალური მოძრაობის“ კარდაკარის წევრებს გამგეობის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც წიკლაურმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული სამშვიდობო მემორანდუმი მხოლოდ ფარატინა ქაღალდია. „ძნელია იმის წინასწარმეტყველება თუ როგორ წარიმართება წინასაარჩევნო გარემო. თუმცა, ვითარების ესკალაციის საგანგაშო ნიშნები არის და ეს ნიშნები განსაკუთრებით საგანგაშო მას შემდეგ გახდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელმაც თითქოს, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობას უარი უდნა უთხრას. ამის მერე გახშირდა თავდასხმები. აი, ამ წუთებში გორრის რაიონ სოფელ ფლავისმანში „ნაციონალური მოძრაობის“ კარდაკარის წევრებზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. იქ პირდაპირ გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მინიმუმ 5-6 ადამიანზეა საუბარი, რომლებიც გამგეობაში დადასტურებულად მუშაობენ. ეს ხალხი მიაგზავნეს, რათა კარდაკარის ღონისძიება ჩაეშალათ. იყო შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირებაც. ცხადია, რომ ეს მემორანდუმი ფარატინა ქაღალდი“, - განაცხადა წიკლაურმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)