|
2016-09-17 10:53:33, 1489 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში სინძიანის პროვინციაში „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩის „ქართული ღვინის კულტურის ცენტრს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი" ჩინეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას" მიერდაფუძნდა. (Xinjiang Beifang Jianda Trade Co., Ltd) მემორანდუმს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კომპანია „ბეიფანძიედას"გენერალურმა მენეჯერმა თონგ ჯიამ მოაწერეს ხელი. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სინძიანის პროვინცია ერთ-ერთი პირველია ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი დაიწყო. „სინძიანის პროვინცია ჩინეთის ბაზარზე გამორჩეულია. აქ ქართულ ღვინოს და ღვინის კულტურას უფრო მეტად იცნობენ, ვიდრე დანარჩენ პროვინციებში. ჩვენი პარტნიორი („ბეიფანძიედა") თითქმის 10 წელია ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში. მათ უკვე დააფუძნეს „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი" სინძიანის პროვინციაში და დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ამ ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ერთობლივად შევეცდებით კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის, ზოგადად საქართველოს ცნობადობა სინძიანის პროვინციაში" - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა. კომპანია „ბეიფანძიედას" გენერალური მენეჯერი თონგ ჯია იმედოვნებს, რომ „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი" ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას. „აღნიშნული მემორანდუმით ურთიერთობები გადადის ახალ, სამთავრობო დონეზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩინეთის მოსახლეობამ იცის, რომ ორმხრივი ურთიერთობები ხდება მთავრობების დონეზე. ამით, ისინი უფრო მეტად აღიარებენ ქართული ღვინის კულტურას და უფრო მეტად უჩნდებათ სურვილი, რომ ახლოს გაეცნონ ამ კულტურას" - აღნიშნა თონგ ჯიამ. სინძიანის პროვინციის მოსახლეობა 22 მილიონ, ხოლო მისი დედაქალაქ ურუმჩის - 5 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს. პროვინციას ესაზღვრება 8 ქვეყანა - ყაზახეთი, რუსეთი, მონღოლეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და ავღანეთი, სადაც ტრადიციულად მდებარეობდა „აბრეშუმის დიდი გზის" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი. ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით უკვე გახსნილია რამდენიმე ათეული სხვადასხვა ობიექტი. 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 184% შეადგინა, სულ განვლილ 8 თვეში ექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი. პირველად ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიაში, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ბაზარს, როგორიც უკრაინაა. (NS)
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)