|
2016-09-16 21:27:54, 818 ნახვა
საზოგადოება
შსს: სოფელ გამარჯვებაში ადგილი არ ჰქონდა დაჭრის ფაქტს, ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა
სოფელ გამარჯვებაში დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა, ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 125-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა. „მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოხდა ინციდენტი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 125-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა. გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა. შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის. შსს მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ფართო საზოგადოებაში გავრცელებამდე, ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს დეზინფორმაციის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ცნობისთვის, ენმ-ს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ შტაბის თანამშრომელს და ადგილზე ნაცემია ორი ადამიანი.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)