14:53 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 18:57:27, 593 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაიმართა შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში.

დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი აშშ-ის კონგრესმენებთან  ადამ კინზინგერთან, მარიო დიაზ ბალარტთან, კონგრესმენ ელბიო საირესთან, მაიკლ ტერნერთან და სტივ ჩაბოსთან შეხვედრებით დაიწყო. სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისათვის და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის კონგრესის მიერ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის (H. Res 660) აბსოლუტური უმრავლესობით მიიღება.  მხარეებმა  საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

კონგრესმენებმა მოიწონეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული კონკურენტული, გამჭვირვალე და პლურალისტური გარემო. შეხვედრებზე, ასევე, განიხილეს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ოთხ პუნქტიანი რეფორმების პროექტი, რომელიც ქვეყანაში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, სამართლიანი მმართველობა და ინფრასტრუქტურის განვითარება. 

სახელმწიფო მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics