|
2016-09-16 18:12:25, 540 ნახვა
პოლიტიკა
ჯავახიშვილი: 2012 წელს, როდესაც 53-ე ადგილზე ვყოფილვართ, კარგად ვიცი, რომ ობიექტურად 530-ე ადგილსაც ვერ ვიკავებდით
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, 159 ქვეყანას შორის საქართველოს მე-5 ადგილზე ყოფნას ეხმაურება. ჯავახიშვილის თქმით, შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა “რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ვფიქრობ, შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა.ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვინაიდან შვეიცარიას არ სჭირდება იმდენი ინვესტორი , იმდენი საინვესტიციო რესურსი, ჩვენ კი ახლა ამ გრანდიოზული პროგრამების შესრულების პროცესში ძალიან დაგვიჭრდება ეს , ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მახასიათებელია იმისათვის, რომ ინვესტორი თავისუფლად და ზედმეტი ფიქრის და დარდის გარეშე ჩამოვიდეს საქართველოში”,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისივე განმარტებით, ამ საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტის სჯერა, თუმცა 2012 წელს, როდესაც 53-ე ადგილზე დაასახელეს საქართველო, მაშინ ობიექტურად 530-ე ადგილსაც ვერ ვიკავებდით: „როდესაც პრემიერმა ამაზე განცხადება გააკეთა, მე ნახევრად ხუმრობით გავუსვი ხაზი, ძალიან მჯერა ამ საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტისა, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ბრძანა, რომ 2012 წელს, 53-ე ადგილზე ვყოფილვართ, მაშინ ბიზნესში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რომ 530-ე ადგილსაც ვერ ვიკავებდით ობიექტურად”,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)