11:35 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 09:37:47, 642 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი INL-ის ახალ უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ახლადდანიშნულ უფროსს, მაიკლ მაკმაჰონს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და INL-ს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„INL-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის საუკეთესო პარტნიორი. INL არის ორგანიზაცია, რომელთანაც შს სამინისტრო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. იგი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი უწყების განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებს. მოგეხსენებათ, ამერიკის მთავრობა, INL უკვე კონკრეტულ მატერიალურ დახმარებას გვიწევს იმისთვის, რომ შსს-ს აკადემია რეგიონული საპიოლიციო განათლების ცენტრად გარდავქმნათ, რაც ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილმა მაიკლ მაკმაჰონს წარმატებები უსურვა და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავდების სურვილი გამოთქვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო INL-თან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ტაქტიკური . მომზადების, კიბერდანაშულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: კობახიძეს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
ქუთაისში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics