14:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 15:03:47, 580 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: მტკნარი სიცრუეა, რომ უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრად უნდა დამენიშნა

მტკნარი სიცრუეა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა კოალიციაში და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშნვით კმაყოფილი იყო.

"აბსოლუტური სიცრუეა ეს ყველაფერი. ის, რომ კვირიკაშვილი არის მისი აღმოჩენა, ესეც აბსოლუტურ სიცრუეა. ერთადერთი რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული, რომ ასეთი ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო. დავით უსუფაშვილს ჰქონდა პრობლემები ირაკლი ღარიბაშვილთან, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა გამოუცდელი მოვიდა. უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ კვირიკაშვილის კანდიდატურა მიკარნახა და ასეთ ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა. ერთადერთი რაც სიმართლე თქვა, მე მინდოდა, რომ "რესპუბლიკური პარტია" დაეტოვა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics