|
2016-09-15 14:04:37, 712 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: კარგი იქნება, უსუფაშვილი ელისაშვილს არ დაემსგავსოს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ დავით უსუფაშვილი ალეკო ელისაშვილს არ დაემსგავსება. ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრობისას, მისი მისამართით ალეკო ელისაშვილისა და დავით უსუფაშვილის განცხადებები გაიხსენა: "ერთს ვიტყვი, უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ელისაშვილს.ელისაშვილის განცხადებაზე არ შემეკითხეთ, მაგრამ მე წავიკითხე, რომ ივანიშვილი თურმე მთელ სახელწმიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ გავანდგურო ელისაშვილი.ეს სასაცილოდ არ ეყოფა არავის, მაგრამ ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონ გაინადგურ პიროვნულად, ამდენი სიცრუით. ახლა ყურადღების მიღმა რომ დარჩა, შემოაგდო ახალი ინტრიგა. არვიცი ვინ მითხრა, რა მითხრაო, მაგრამ ასეაო. ზღაპრებს ყვება.ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები. რაღაც საოცარი თანხვედრა მოხდა, თურმე უსუფაშვილმა მოძებნა კვირიკაშვილიც, პრემიერობაზეც უარი თქვა. ელისაშვლს ნუ გაუტოლდებიან, ის არ იყო ცუდი ჟურნალისტი, მან ამდენი ტყუილით საკუთარი იმიჯი გაინადგურა. ღმერთმა კარგად ამყოფოს ელისაშვილიც და საქართველოს ყველა მოსახლეც. ნუ დაუახლოვდებიან ელისაშვილს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)