12:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 12:34:54, 695 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია : ერთად უნდა დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლისუნარიანობა

„ქართული ოცნების“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია რაიონში არსებული მსხვილი კომპანიის „აგრი-ჯორჯიაში“ („ფერეროში“) მომუშავე პერსონალს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი ადგილობრივებისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა და მათი წინადადებების მოსმენა იყო.

კანდიდატი ასევე იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის (მუხურჩა, ვედიტკარი, ბანძა, ნოჯიხევი, ლეხაინდრაო, ნაჯახაო) და აბაშის მუნიციპალიტეტის (კაპანა, ონტოფო, სეფიეთი, სამიქაო-მაიდანი, საკაჭარავოს უბანი) სოფლებში.

ოთარ დანელია მათ სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და რაიონების პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა.

 „სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობის პერიოდში, საკმაო გამოცდილება მივიღე. აქტივს, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დავაგროვე, მარტვილისა და აბაშის განვითარებისათვის გამოვიყენებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობა ხელშესახები გახდეს. ჩვენ შევძლებთ, რომ ოჯახებზე წარწერა: „სახლ-კარი იყიდება“ აღარ იყოს, სოფელს სიცოცხლისუნარიანობას დავუბრუნებთ. ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციით და თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ქალაქის განვითარების ახალ რელსებზე გადაყვანას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics