|
2016-09-14 19:15:19, 682 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა– უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება და მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიებს ეფექტიან ფუნქციონირებაში. „წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. დიდია სადამკვირვებლო მისიის როლი ამ პროცესში. წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი. PACE–ს წინასაარჩევნო მისიას ხელმძღვანელობს ემანუელის ზინგერისი– ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP/CD). მისიის შემადგენლობაში ასევე შედიან: ფრანგი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან მარივონ ბლონდინი; ესპანელი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE) ჟორდი ჩუკლა; ნორვეგიელი ინგებიორგ გოდსკესენი ევროპის კონსერვატიული ჯგუფიდან; გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან; ასევე საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ლატვიელი დეპუტატი ბორის სილევიჩი სოციალისტების ჯგუფიდან, შვედი კერსტინ ლუნდგრენი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE).
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)