18:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:44:48, 1327 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ და უკრაინამ პირდაპირი სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველომ და უკრაინამ პირდაპირი სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

დოკუმენტს ბათუმში გამართული საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში მოეწერა ხელი.

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინისა და საქართველოს პორტებიდან პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზების შესახებ.

უკრაინის ინფრატსრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეთანხება გაამარტივებს ლოჯისტიკას, ტვირთების ტრანზიტს დააჩქარებს და  უფრო იაფს გახდის.

"ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს უკრაინას, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს აბრეშუმის დიდ გზაზე. სულ უფრო მეტი კომპანია არის მზად, დამატებითი ხარჯები გაიღოს იმისთვის, რომ პროდუქცია დანიშნულების ადგილას არა 2-3 თვეში, არამედ 9-15 დღეში ჩაიტანოს. მიმდინარე წელს ჩინეთიდან უკრაინის დასავლეთ საზღვრებამდე კონტეინერების ტრანსპორტირების სიჩქარემ 9-10 დღეს უნდა მიაღწიოს", - განაცხადა უკრაინის ინფასტრუქტური მნისტრმა ვლადიმერ ომელიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics