11:03 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:05:53, 572 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახაძის წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის იოსებ მაკრახიძის წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად გორგასლისა და ატენის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩველთან შეხვედრისას იოსებ მაკრახიძემ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე , ქალაქში არსებულ პრობლემებზე, მოსახლეობის საჭიროებებსა და ქალაქ გორის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

„ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციით და თანამშრომლობით ჩვენ მოვახერხებთ ქალაქის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, მოსახლეობამ იგრძნო, რა არის ჭეშმარიტი დემოკრატია. უმთავრესია სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენტული გარემოს შექნმა, მეტი ინოვაციური პროექტების განხორციელება, ინვესტორების მოზიდვის მიზნით სათანადო საინვესტიციო კლიმატის შექნმა, რომელიც მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცდა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics