11:03 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 13:52:43, 609 ნახვა

პოლიტიკა
ენზელ მკოიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგძობს

ენზელ მკოიანი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კარწახი, დადეში, სულდა და ბოზალი იმყოფებოდა.

 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე, ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე - უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, უფასო საბავშვო ბაღები, საყოველთაო ჯანდაცვა, თავისუფალი ბიზნესი. საუბარი იყო მთის კანონზეც, რომლითაც გავთავალისწინებული შეღავათები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე სრულად ვრცელდება.

კანდიდატმა მოსახლეობისგან პრობლემებიც მოისმინა, რაც ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს შეეხებოდა - გზა, სარწყავი წყალი, გარეგანათება, გაზიფიცირება.

 ,,ყველანაირად ვეცდებით, რომ ორ-სამ წელიწადში თქვენ გქონდეთ საბავშვო ბაღი, გზები, მოხდეს სოფლების გაზიფიცირება. მინდა, გჯეროდეთ, ჩემი უმნიშვნელო დაპირება გაცილებით რეალური იქნება, ვიდრე სხვისი გულუხვი შემოთავაზება. მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, - მიმართა ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics