11:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:13:24, 653 ნახვა

პოლიტიკა
ტყემალაზე: პრობლემა გვაქვს არა ჩვენ, არამედ მათ, ვინც ჩვენს კანდიდატურებზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს "მრეწველები" აცნობენ.

"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრებენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება და, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო.

"როგორც იცით, უპრეცედნეტოდ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ცესკო-ს თავმჯდომარემ. საქმე პირველი ინსტანციის სასმართლოში მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, მეორე ინსტანციაზეც იგივე შედეგი დადგება. ეს გადაწყვეტილება ემსახურება საარჩევნო კამპანიის შეფერხებას, რომ ნერვები ვინმეს უმტყუნებს. არც ნერვები გვიმტყუნებს, ვერც სასამართლოში მოგვიგებს და არჩევნებზეც წავალთ კიდევ ბევრი რამეა თამარ ჟვანიას "დამსახურება" და ამაზე შემდგომ ვილაპარაკებთ. პრობლემა გვაქვს არა ჩვენ, არამედ მათ, ვინც ჩვენს კანდიდატურებზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებს. უნდათ, რომ კანდიდატურები მოხსნან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ მოხსნიან", - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ამ თემის გარდა, საუბარი სხვადასხვა რაიონებსა და რეგიონებში არსებულ პრობლემებზეც იქნება. 

"მექნება ქუთაისთან და ქარელთან დაკავშირებით საუბარი. ჩვენს კანდიდატებზე გარკვეული ზეწოლაა, უნდათ ეს კანდიდატები მოხსნან, მაგრამ ვერ მოხსნიან", - განაცხადა ტყემალაძემ.

კითხვაზე ვინ ახორციელებს ზეწოლას, ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ინფორმაციას ეტაპობრივად გაიგებენ.

ცნობისთვის, ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს "მრეწველები" აცნობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics