09:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 15:14:43, 735 ნახვა

პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: საკონსტიტუციო კომისიის კვორუმის პრობლემა არსებობდა, მაგრამ არა ჩემს გამო

პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, ის კომისიის მუშაობის დროს განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კომისიის სხდომის უმეტესობაში მონაწილეობა მიიღო.

ამასთან ელისო ჩაფიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ის მიესალმება თუ გამოქვეყნდება კომისიის მუშაობის დროს დეპუტატების დასწრების სია.

„ოფიციალურადაა დაფიქსირებული თუ მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომებში. მე, პირადად, ვერ ვიტყვი, რომ კომისიის მუშაობის დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოვირჩეოდი. თუმცა, რამოდენიმე წინადადება მქონდა, რაც სხდომის ოქმშიცაა შეტანილი. მათ შორისაა, გუბერნატორების არჩევითობასთან დაკავშირებული წინადადებები და სასამართლო ხელისუფლებასთან არსებული საკითხები. მე სწორედ ამ ორ, ადამიანის უფლებებისა და ტერიტორიული საკითხების კომისიაში ვიყავი გაერთიანებული. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ კომისიის ყველა სხდომას ვესწრებოდი, მაგრამ უმეტესობაში მონაწილეობა მივიღე. ნამდვილად არსებობდა კვორუმის პრობლემა, მაგრამ არა ჩემს გამო. ზოგადად, მივესალმები თუ გამოქვეყნდება კომისიის მუშაობის დროს დეპუტატების დასწრების სია.  თუმცა, კომისიის სხდომებზე სხვა გუნდის წევრებიც არ დადიოდნენ“, - აცხადებს ჩაფიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის საკონსტიტუციო კომისია სხდომებზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიუსვლელობისა და შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ფუნქციონირებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics