08:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 12:15:54, 673 ნახვა

საზოგადოება
ქართველმა ფერმერებმა ჩინეთში ერთთვიანი სასწავლო ტრეინინგი გაიარეს

საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ჩინეთში 21-მა ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარა. აღნიშნული ტრეინინგი სპეციალურად ქართველი ფერმერებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრეინინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჰუნანის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორების ლექციები მოისმინეს ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკის, სტრუქტურისა და მართვის საკითხებზე. სასწავლო კურსის  პრაქტიკულ ნაწილში, საველე ვიზიტების დროს, ქართველი ფერმერები, ჩინელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ადგილზე გაეცნენ სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებს.

უწყების ინფორმაციით, სასწავლო კურსის ბოლოს, ტრეინინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ  ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორში, კონსულტაცია და ტრეინინგები თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. ჯგუფი 2008 წლიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ახდენს ფერმერთა გადამზადებას. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოში 200-მდე ფერმერისთვის 5 სასწავლო კურსი ჩაატარა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics