08:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 13:06:38, 753 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი სტურუას გარდაცვალებაზე: არ შეიძლება პოლიციამ თანამშრომელი პირველსავე დღეს დააკავოს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემურ სტურუას  თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამართლდამცავი ორგანოები თანმიმდევრულად მოქმედებდნენ.

„დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ, რა თქმა უნდა ტრაგიკული შემთხვევაა. რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მგონია, რომ თანმიმდევრულები იყვნენ. არ შეიძლება პოლიციამ თანამშრომელი პირველსავე ჭორებზე დააპატიმროს. საუბედუროდ სანამ თანმიმდევრობით ვითარდებოდა პროცედურა, სამწუხაროდ დამნაშავემ მოასწრო მიმალვა. გარწმუნებთ, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვისს მიიღებს. რეფორმები რა თქმა უნდა სამართალდამცავ ორგანოებში უნდა გატარდეს. რაც გაკეთდა კარგი იყო თუმცა არასაკმარისი. მოხდა დიამეტრალური ცვლილებები, მას შემდეგ რაც წინა ხელისუფლების დროინდელი სამართალდამცავები მოსახლეობაზე ძალადობდნენ. დღევანდელი პოლიცია ჩვენი სახალხო პოლიციაა და მადლობა უნდა გადავიხადოთ მათ. ნუ გავავრცელებთ ინფორმაციას ისე, რომ მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ. მინისტრიც, მთავრობაც მოწოდებულია, რომ პოლიცია იყოს ხალხის გვერდში. შეგახსენებთ, კვლევებს საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" დროს შედიოდა 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში, აღნიშნულ კვლევებს აკეთებს მსოფლიო ბანკი. დღეს, საქართველო არის მე-17 ადგილზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში“,-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics