08:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 12:41:45, 640 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, კამერას რომ ვხედავდი, შაქარი მიწევდა

მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო. კამერას რომ ვხედავდი, შაქარი მიწევდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მან ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ჩოჩელი იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ შევიდნენ პარლამენტში, შემდეგ კი, „ქართულ ოცნებაში გადავიდნენ.

„ მე ვთქვი, რომ „ნაციონალებიდან“ გადმოსულმა ჩვენმა მაჟორიტარებმა თავისი თავი თვითონ შექმნეს. ცეზარ ჩოჩელი იყო გუბერნატორი და არ ყოფილა იმ ჯგუფში, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ და ჩვენთან გადმოვიდნენ. ჩოჩელი იყო გუბერნატორი, საერთოდ არ ვიცნობ მას და ის ზედმეტად დავახასიათე. ამაზე დიმიტრი ხუნდაძისგან საყვედურიც მივიღე და ნამდვილად შემეშალა. დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ის იყო ჩემი ოჯახის ექიმი, სამწუხაროდ, ექიმობას ვეღარ ახერხებს. მცხეთასთან დაკავშირებით სულ მეხმარებოდა რჩევებით. საბოლოოდ, ისე აღმოვჩნდით, რომ მცხეთაში კანდიდატის გარეშე დავრჩით და მე ხუნდაძეს იქ მაჟორიტარობა შევთავაზე. ხუნდაძე პოლიტიკაში ასე მოვიდა. ჟურნალისტებთან შეხვედრებსაც ერთად ვსწავლობდით. კამერას რომ ვხედავდი ისე ვნერვიულობდი, შაქარი მიწევდა. ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატია და მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია ჩვენი გუნდის წევრში, გოჩა ენუქიძეში“,-აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics