06:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 17:10:28, 653 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ბაღის პედაგოგებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა.

პედაგოგების დაინტერესება მმართველი გუნდის პროგრამამ გამოიწვია. რა იგეგმება ქალაქში საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმირების თვალსაზრისით? სკოლამდელი აღზრდა განათლების ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალები - სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს პედაგოგებთან შეხვედრის დროს ფოლკლორის ცენტრში.

ირაკლი ხახუბია პედაგოგებს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. საუბრისას მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის განვითარების სხვა კონკრეტულ საკითხებსაც შეეხო. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა რომ ახალგაზრდებისათვის სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემის გარდა - უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნების საჭიროებაც დღის წესრიგში დგას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics