|
2016-09-10 17:23:21, 1399 ნახვა
ეკონომიკა
USAID-ის წარმომადგენლებმა სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს
ევროკავშირისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს. სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ. ევროკავშირისა და USAID-ის წარმომადგენლებს: ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელ ვინსენტ რეის, საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამის მენეჯერს სოფი გერიშს, ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის ოფიცერს ივონ გოგოლს, USAID-ის დირექტორს დაგლას ბოლის, დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს მონიკა აზიმის, პროგრამის ოფიცერს მარკ მიტჩელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორმა ნანა წიკლაურმა, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ელენე რომელაშვილმა უმასპინძლეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. უცხოელი სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების საკონფერენციო დარბაზები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. დარბაზით სარგებლობა შეუძლია როგორც მკვიდრ მოსახლეობას, ისე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივ მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით სააგენტომ განახორციელა პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტის მეორე ფაზა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2016 წლის მაისში დასრულდა. შედეგად გაიხსნა 22 საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს 8 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 36 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)