|
2016-09-09 15:33:49, 654 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის შეფასებით, ეს, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით, უდიდესი მოვლენაა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ქვევრში დაყენება, იუნესკოს მიერ, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიიჩნევს, რომ საქართველოში - ღვინის უძველეს სამშობლოში, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ტრადიცია აქვს, ღვინის ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი არსებობს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის სტუმრები საქართველოში სასიამოვნო დროს გაატარებენ და თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან. ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია, რომელშიც 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, დღეს სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)