|
2016-09-09 15:04:43, 732 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა კაციტაძე: ხათუნა ლაგაზიძის განცხადებები მისი ქმედებების საწინააღმდეგოა
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ის ხათუნა ლაგაზიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებს. „გაერთიანების შემდგომ ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, მე ვერ გავიზიარებ. ლაგაზიძე თავად იყო დასავლეთ საქართველოს, აჭარის, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის ერთ-ერთ მთავარი მონაწილე. აქედან გმაომდინარე, ეს შეფასებები არანაირად არ ჯდება მის ქმედებაში. სხვა მხრივ, როდესაც ქალბატონი ხათუნა კრიტიკულად საუბრობს პაატა ბურჭულაძის პარტიის დღევანდელ პარტნიორებზე, სადაც „ახლა მემარჯვენეებზეა“ საუბარი, იქ ყველას მეტი სიფრთხილლისკენ მოვუწოდებ“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კაციტაძე. შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძე „გირჩზე“ გაიყიდა და პარტიის სიის ფორმირებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მიიღეს მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)