05:35 - 01 May, 2026
|
2016-09-09 14:30:13, 709 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ბრიფინგს გამართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ბრიფინგი უწყებაში 15:00 საათზე გაიმართება. კალაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გააკეთებს განცხადებას. იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)