05:35 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 13:30:24, 696 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენ მივიწევთ წინ და ვშლით ახალ ფურცელს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების  კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი სუვერენიტეტის მნიშვნელობას.

მინისტრის განცხადებით, კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია  საქართველოსთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან. ეს რეზოლუცია ერთის მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტის მნიშვნელობას,   რუსეთის ფედერაციას  მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთან,  ასევე მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქართველო, მისი შესაძლებლობები და მისი ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მუშაობა, რომლიც საგარეო სრუქტურამ გასწია ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მხარდაჭერის მობილიზება და ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან არსებული ფორმატებში, იქნება ეს ქარტია თუ ახლადგაფორმებული სამხედრო თავდაცვის სფეროში ურთიერთობების მემორანდუმის კონტექსტში.  ჩვენ მივიწევთ წინ და ვშლით ახალ ფურცელს ამერიკა- საქართველოს  ურთიერთობებში“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას, 410 მომხრე 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics