04:10 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 13:13:43, 752 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი: 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას იმ პროექტებით ვაპირებთ, რომელთაც 5 მილიარდის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია

პარტია „ქრთული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს რეალისტური გათვლები, რომლის თანახმადაც ქვეყანაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა რეალისტურია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ხუციშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით უმუშევრობა 8%-ით არის შემცირებული.

„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით უმუშევრობა 8%-ით არის შემცირებული - 120 000 უმუშევრიდან, ამ დროისთვის 96 000 უმუშევარია.  200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვაპირებთ იმ უდიდესი პროექტებით, რომელთაც პრემიერის თქმით, 5 მილიარდის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია.  4 უდიდესი საგზაო მაგისტრალის მშენებლობა უკვე ითვალისწინებს ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას. გარდა ამისა, ჩვენს ხელისუფლებას ბიზნესის მხრიდან არნახული მხარდაჭერა აქვს, რადგან ბიზნესმენები ბატონი გიორგი კვირიკაშვილისა და ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის კომპეტენციას კარგად ხედავენ. დღეს ბიზნესის განსავითარებლად ყველა პირობაა შექმნილი. არსებობს „სტარტაპებისა“ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები და მარტო თბილისში. ამ პროექტების ფარგლებში 10 000 მცირე საწარმო მაინც თუ გამართულად იმუშავებს, ეს უკვე ძალიან რეალური გათვლების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. იმედი მაქვს, თუ 200 000 სამუშაო ადგილის ნაცვლად ეს ციფრი 195 000 იქნება, ამას გართულება არ მოყვება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერსი განცხადებით, „ქართული ოცნება“ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნითზაზა ხუციშვილი: 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვაპირებთ იმ უდიდესი პროექტებით, რომელთაც პრემიერის თქმით, 5 მილიარდის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics