05:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 18:12:22, 773 ნახვა

საზოგადოება
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გოგა ჩანადირი შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი შეხვდა. 

შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა.  

სტუმარი ახალგაზრდებს   სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ფოტოხელოვნების შესახებ ესაუბრა. გოგა ჩანადირმა მცირე პრეზენტაციის სახით წარადგინა სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული საუკეთესო ფოტონამუშევრები; ისაუბრა ფოტოხელოვნების მინიმალური სტანდარტებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლავს მის პროფესიას. შეხვედრის ძირითადი დრო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის  მნიშვნელობას დაეთმო. 

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“  სამართლის საზაფხულო სკოლა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. მასში სხვადასხვა რეგიონიდან, 14-18 წლის 26 მოზარდი მონაწილეობს. საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდები ესწრებიან სამართლებრივ ლექცია/სემინარებს, ტრენინგებს არაფორმალური განათლების მიმართულებით; ისმენენ საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანების საჯარო ლექციებს. თეორიული მასალის გარდა, ტარდება გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმების ჩვენება და სხვა. სამართლის საზაფხულო სკოლა 5 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდება.


(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics