04:10 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 17:42:25, 689 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: გვაქვს რესურსი, ბრიუსელის სამიტამდე ვარშავის სამიტის მიერ მოცემული შესაძლებლობები ავითვისოთ

„ბრიუსელის სამიტამდე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ ვარშავის სამიტისგან მოცემული შესაძლებლობები ავითვისოთ“,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ვარშავის სამიტმა ჩვენ მოგვცა რეალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესაძლელობები, ასევე უფრო ახლოს მივდეთ NATO-სთან. არაერთი ქვეყანა კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს ჩვენთვის დახმარების თვალსაზრისით, ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც საუბრობენ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და რეფორმების მხარდაჭერაზე. ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ამ სახელმწიფოებს. ბრიუსელის სამიტამდე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები ავითვისოთ, რაც ვარშავის სამიტმა შეგვიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ვარშავის სამიტის შედეგია - ეს არის შინაარსობრივი დისკუსია შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსმა ბრიუსელის სამიტისთვის მომზადება დაიწყო.

 „რაც უფრო მეტ რეფორმებს ახორციელებს საქართველო, მით უფრო მეტს ვიხილავთ სქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს სამიტზე და საქართველოს მოძრაობას ალიანსის გზაზე. გააგრძელეთ ის, რასაც ახორციელებდით რეფორმების გატარების თვალსაზრისით”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics