04:10 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 16:57:26, 748 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი

მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე ევროპული და ევრატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ქართული საზოგადოება აღმშენებლობის გზად აღიქვამს.

“საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებისა სხვადასხვა საკითხზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწრეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ ერთიანობას და მათ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევრატლანტიკური მიმართულებით. დეკლარაცია გაზიარებული და მხარდაჭერილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ჩემს მიერს. ამ პროცესის გაგრძელება არის ის დემოკრატიული არჩევნები, რომლის ჩატარების პროცესში ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე ევროპული და ევრატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics