05:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 15:25:47, 585 ნახვა

საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ 6 და 7 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სეტყვასშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა.

6 სექტემბრის 16:40 საათიდან ახმეტის რაიონში განვითარდა სეტყვასშიში ფრონტალური ღრუბლის მასა.

17:38 საათიდან 19:07 საათამდე ღრუბლის ფრონტი ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში ეტაპობრივად გავრცელდა.

სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30 მმ.

17:41 დან 19:24 საათამდე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა.

7 სექტემბრის 13:34 სათიდან დედოფლისწყაროს რაიონში შიდამასიური ღრუბელი განვითარდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-25 მმ, სეტყვის მოსვლის ალბათობა კი 80 % იყო.

18:30 დან 20:09 საათამდე შიდა მასიური სეტყვასაშიში ღრუბელი თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებშიც წარმოიშვა.

19:12 საათიდან 22:07 საათამდე  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება განხორციელდა. გასროლილი იქნა 60  ერთეულამდე რაკეტა.

დამუშავების შედეგად ნალექის მასები უწვრილესი სეტყვის და წვიმის სახით ჩამოიცალა.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics