04:10 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:52:12, 668 ნახვა

პოლიტიკა
ენზელ მკოიანი გორელოვკის, ორლოვკის, ჟდანოვაკანის, სამების,სპასოვკისა და ეფრემოვკის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძნობს.

ამჯერად  ენზელ მკოიანი  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების- გორელოვკის, ორლოვკის, ჟდანოვაკანის, სამების,სპასოვკისა და ეფრემოვკის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე,რომელმაც დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებს.

კერძოდ, თუ რა გაკეთდა ზემოხსენებულ სოფლებში 2013– 2016 წლებში და კიდევ რა არის გასაკეთებელი.

დასახელდა ყველა ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც სამომავლოდ  ამ სოფლებში დაინერგება.

 ,, ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება.მსურს მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლებული საზოგადოება, პროგრესის წინაპირობაა, სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ენზელ მკოიანმა.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics