|
2016-09-08 12:38:27, 891 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ოპონენტებს უნდათ, ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ
ოპონენტებს უნდათ, რომ ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ის პოლიტიკიდან თავის დროზე საკმაოდ ღირსეულდ წავიდა. „პოლიტიკიდან მე წავედი და ჩემი აზრით საკმაოდ ღირსეულად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკოსი უსაფუძვლო კითხვებს სვამს. ისე ღირსეულად წავედი, რომ ალბათ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი წასვლას ვერ ნახავთ. ოპონენტები ოცნებობენ, რომ წავიდა თუმცა არა პოლიტიკიდან არამედ ქვეყნიდან. რასაც ისინი წასვლას ეძახიან, ეს წასვლა არ შედგება. მე ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. ჩემ ქვეყანას დასჭირდა და ყველაფერი გავწირე, გადავდე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და დავტოვე პოლიტიკა. ვაჩვენე ყველას, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიცია. არ მინდოდა თანამდებობის დაკავება“, - განაცხადა ივანიშვილმა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებზე მივიდნენ და სასურველ პარტიას და პოლიტიკოსს ხმა მისცენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)