|
2016-09-07 18:52:09, 696 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციას უყრიან კენჭს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციაზე კენჭისყრაა დაგეგმილი. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ არის ინიცირებული, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მ.წ. 14 ივლისს ერთხმად მიიღო. წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრაზე დღეს რეზოლუციას 31 თანასპონსორი (კონგრესმენმა) წარადგენს, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან. რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)