|
2016-09-07 18:40:27, 774 ნახვა
საზოგადოება
ქვესადგურის „ქსანი-500“ რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა
2016 წლის 7 სექტემბერს, 14:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში ქვესადგურის „ქსანი-500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონია საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქ-ნი იეშიმ ელჰან-კაიალარი და კომპანია Siemens Austria-ს წარმომადგენელი გერდ პოლჰამერი. ”ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისაკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მაჩვენებელია. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში კახა კალაძემ. „ჩვენი მიზანია უცვლელია: გავაძლიეროთ შიდა ქსელი, დავაკავშიროთ ახალი გენერაციის წყაროები სისტემასთან და გავზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გადადინების შესაძლებლობა“, - განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ. პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისისა და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, მკვეთრად გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და ხელი შეეწყო ელექტროენერგიის ექსპორტსა და იმპორტს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)