|
2016-09-06 21:57:29, 767 ნახვა
საზოგადოება
GWP: კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე წყალარინების 1000 მმ-იანი მაგისტრალის განზრახ დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა
კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე წყალარინების 1000 მმ-იანი მაგისტრალის განზრახ დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა. - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. ამოტეხილია ბეტონის კოლექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი, საიდანაც ამოედინება წყალი. დაზიანების ადგილას ხელოვნურად მოწყობილია ტბისკენ მიმართული არხი. მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის შემთხვევა კომპანიამ გასულ პერიოდებში, არაერთხელ დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. მომხდარის ფაქტის გამოძიების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ასევე ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო. აღნიშნულის გამო კომპანიას არსებითი მატერიალური ზარალი მიადგა. არსებულ დაზიანებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საკუთარი ძალებით აღადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)