22:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 19:40:13, 822 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი: ხელისუფლება ხშირად EPP- ის უპირისპირდება და ამით ჩრდილს აყენებს საქართველოს ევროპული განვითარების პროცესს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში წერეთელი ევროპარლამენტის LIBE კომიტეტის სხდომას დაესწრო, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა. 

როგორც წერეთელმა აღნიშნა კომიტეტზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მნიშვენლოვანია, რათა ამის შემდგომ პროცესმა ევროპის საბჭოში გადაინაცვლოს და ევროპარლამენტში სესიაზე განსახილველად მომზადდეს. გიგი წერეთელი კომიტეტის მომხსნებელს მარია გაბრიელს შეხვდა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმიმადგენელია და პროცესის დასაჩქარებლად საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე ესაუბრა. 

„ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. მნიშვენლოვანია ისიც, რომ ევროპარლამენტშიც და ამ კომიტეტშიც EPP-ის ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს.“ - განაცხადა გიგი წერთელმა.

„საქართველოს ხელისუფლება ხშირად სწორედ EPP- ის უპირისპირდება და ამით, ბუნებრივია, ჩრდილს აყენებს საქართველოს ევროპული განვითარების პროცესს, ნაცვლად იმისა, რომ აქტიურად ითანამშრომლოს და ეს საშუალება გამოიყენოს“, - აღნიშნა წერეთელმა. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, სწორად იმოქმედოს, რათა პროცესი არ შეფერხდეს. ამავე სხდომაზე კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხიც განიხილებოდა, თუმცა კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა. საქართველოს საკითხი კი ხმათა უმავლესობით გავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics