|
2016-09-06 15:53:38, 609 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან კრისტა მარკვალდერთან გამართა შეხვედრა. ქვეყნის პირველმა პირმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. „ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებთან აქტიური კონტაქტი კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჩვენს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროპასთან და ამ წინასაარჩევნო პერიოდში თქვენი სტუმრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაამახვილეს. საუბარი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობასაც შეეხო. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, როგორც შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობა მრავალი მიმართულებით წარმატებით ვითარდება, არაერთი საკითხი დგას დღის წესრიგში, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები ისე ტურიზმის სფეროში. მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებიც განიხილეს, აღინიშნა შვეიცარიის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ასრულებს. თავის მხრივ კრისტა მარკვლადერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დაესწრნენ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)