|
2016-09-06 13:34:47, 817 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: თუ ივანიშვილს გამბედაობა ეყოფა, უსუფაშვილთან დებატებში ისაუბროს „რესპუბლიკელებზე“
„დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს დებატებში გამოიწვევს და თუ ივანიშვილს გამბედაობა ეყოფა, „რესპუბლიკურ პარტიაზე“ იქ ისაუბროს“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ შეფასებას. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „რესპუბლიკელებთან დაკავშირებით ექსპრემიერის განცხადებები შეცდომაა. „ დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს დებატებში გამოიწვევს. თუ ივანიშვილს გამბედაობა ეყოფა, დაჯდეს დებატებში და „რესპუბლიკურ პარტიაზე“ იქ ისაუბროს. ყოფილი პრემიერის გუშინდელი განცხადებები „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე შეცდომაა. ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „ასავალ-დასავალის“ ჭორაობას აყოლილ ნათქვამს გავდა. მრავალგზის მაქვს ნათქვამი, რომ ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ახალგაზრობის ლექსები-მეთქი. თუ ამას ვინმე ედავება, შეედაოს. მე მომწონს და მიყვარს ილია ჭავჭავაძე, როგორც ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი. 100 000-ჯერ უფრო დიდი ქართველი ილია, ვიდრე ზოგიერთს თავი რომ ჰგონია და მას თავს რომ უტოლებს. ივანიშვილის განცხადებები არ არის სწორი და გულწრფელად ნათქვამი. ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი პარტია არის ერთადერთი. 8 ოქტომბერს არჩევნებია, ივანიშვილის აზრით, 1% ხომ გვაქვს რეიტინგი, რამდენჯერაც მეტს ავიღებთ, იმდენად დადასტურდება რისი ექსპერტია ივანიშვილი“, - აცხადებს ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არასახელმწიფოებრივა მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტია და მას ამომრჩეველტა 1% უჭერს მხარს.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)