04:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 13:30:00, 735 ნახვა

საზოგადოება
გაიოზ თალაკვაძე: ბიუჯეტში დარჩენილი აუთვისებელი თანხა, ძირითადად სატენდერო ეკონომიების შედეგია

"პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციას, რომელიც მერიის წინ მიმდინარეობს, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი, გაიოზ თალაკვაძე გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის მიხედვით პირველ 6 თვეში რა ინფრასტრუქტურული პროექტებიც იყო დაგეგმილი, თითქმის ყველაფერი განხორციელებულია.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ბიუჯეტში დარჩენილი აუთვისებელი თანხა პირველი 2 კვარტლის შედეგებით, ძირითადად სატენდერო ეკონომიების შედეგია და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ამ თანხების ათვისება მოხდება.

"რაც თანხაც არის ბიუჯეტში დარჩენილი აუთვისებელი, პირველი 2 კვარტლის შედეგებით, ეს არის ძირითადად სატენდერო ეკონომიების შედეგი, შემდეგომი 6 თვის განმავლობაში ამ თანხების ათვისება მოხდება. რომ შევადაროთ 2013 წელთან 151 მილიონი ლარი არის დახარჯული თბილისის ბვიუჯეტიდან, იგივე ინფრასტრუქტურულ და გლდანის რაიონს თუ ავიღებთ, მიხიანზე იყო აქცენტი გაკეთებული, მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წელს 200 ათასი იყო მხოლოდ ხარჯი, მაშინ როცა 2016 წლის პერიოდში პირველ 2 კვარტალში გლდანის რაიონის ათვისება 1 მილიონი 100 ათასზე მეტი არის. თბილისის ბიუჯეტი მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით შედგა, პრიორიტეტები, მოსახლეობის დახმარება განისაზღვრა, გამოკითხვის შედეგად და ბიუჯეტის ხარჯვა სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხდება და ასე გაგრძელდება შემდეგშიც", - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics