|
2016-09-06 12:53:32, 853 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძემ და თემურ ხუბულურმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამეს
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ტინისხიდის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხებს დაეთმო. “ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგად, ჩვენ გვაქვს შედეგი, ეტაპობრივად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება . ეს სწორედ ის ბიზნეს სექტორია, სადაც მოიძიება რესურსი ყველაზე მეტი სამუშაო ადგილის შექნმისა. მე ვაძლევ ჩემს გორელებს პირობას, რომ ჩვენს ქალაქში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება“,- განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩველთან შეხვედრისას. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ხუბულური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს. „ მე ვგრძნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის უდიდეს მხარდაჭერას, რაშიც 8 ოქტომბერს საზოგადოებაც დარწმუნდება. ადგილობრივების ძირითად პრობლემას მოყვანილი პროდუქციის დაბალი საბაზრო ფასი წარმოადგენს. მოგეხსენებათ , პრემიერ- მინისტრის ინიციატივით , საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. დაწყებულია სოფლის მეურნეობის ჯაჭვის განვითარება, მიმდინარეობს ქვეყანაში ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ცენტრების განვითარების მიზნით კერძო ინვესტიციების წახალისება. წარმატებული სოფლის მეურნეობისთვის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა აუცილებელი პირობაა. დღეს ჩემს რაიონში ეს პრობლემა დიდი პროცენტულობით მოგვარებულია“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)