22:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 12:22:54, 746 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატი ამჯერად  ხოფურის, მაზაშის, ნანარის, რცხმელურის, გვიბრალას, ლაღარვაშის, ნაღომარის, ყვედრეშის, წიფლაკაკაიასა და ლამანაშურის სოფლების მცხოვრებლებს სტუმრობდა. გოჩა ენუქიძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, მათ შორის დასაქმების კუთხით.

 „მე ხალხის სამსახურში ვიდგები. ყველა თქვენთაგანის სატკივარს გავიზიარებ, რომ შევძლო საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მთას დახმარება სჭირდება. ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ აქ, ლენტეხში, ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმაური, სიცოცხლე ჩქეფდეს, ყველა სახლამდე და ეზომდე იყოს მოწესრიგებული გზა და მოიხსნას ყველგან წყლის პრობლემა. შეიქმნას დასაქმების ადგილები წვრილი და საშუალო ბიზნესის ხარჯზე. უნდა ავითვისოთ მიწა და მოვიყვანოთ მოსავალი, გაიხსნას სასტუმროები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტურიზმისათავის. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა ასეთი თანადგომისთვის“,- მიმართა გოჩა ენუქიძემ ლენტეხის ამომრჩეველს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics