20:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 11:30:31, 656 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისარი: ვიმედოვნებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი მალე მიიღებს - საქართველომ ეს დაიმსახურა

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"მივესალმები ევროპარლამენტში გამართულ პოზიტიურ კენჭისყრას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და ევროკავშირის საბჭოსთან მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერას", - წერს იოჰანეს ჰანი.

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

“დაიმსახურეს! ვიმედოვნებ, რომ ახლა ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - წერს იოჰანეს ჰანი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი გუშინ დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 5 იყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics