20:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 15:23:59, 905 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ივანიშვილს ურჩევნია „ოცნების“ შეცდომებზე ისაუბროს და ნეგატივს ნაკლები დრო დაუთმოს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გურიაში ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების შეურაცხყოფის ზღვარზე გაკეთებული შეფასებები შორსმჭვრეტელური ნაბიჯი არაა და ივანიშვილის ნეგატიური გზავნილები, არავის აინტერესებს.

„მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები პოლიტიკურ პარტიებზე სწორი იყოს. კი ბატონო, ამას ანალიტიკური ახსნა რომ მოუძებნოს და ამაზე გვესაუბროს, ეს საინტერესო იქნება. თუმცა, იგივე „ნაციონალების“ამომრჩევლებზე შეურაცხყოფის ზღვარზე გაკეთებული შეფასებები შორსმჭვრეტელური ნაბიჯი არაა.  ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური გზავნილები, არ მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. ივანიშვილმა, ფაქტიურად, მთელი თავისი პრესკონფერენცია ნეგატივს დაუთმო. საერთოდ, ჯობს ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ შეცდომებს მეტი ყურადღება დაუთმოს.  მომავალში რა იქნება - ხალხს სწორედ ეს აინტერესებს. იმ პარტიებს თავისი გაჭირვება ეყოფათ და ივანიშვილისგან წიხლის ჩაყოლება სწორი არ არის“, - განუცხადა ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გურიაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის, სხვა საკითხებთან ერთად, არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების ნაწილის  მდგომარეობაზე იაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics