20:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:57:17, 730 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ვერ გავიგე „პატრიოტთა ალიანსს“ რა უნდა

ბიძინა ივანიშვილმა გურიაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარტია „პატროიტთა ალიანსზე“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც „ნაციონალების“ სწორად წარმოჩენას ცდილობს.

„მე „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკვეთილი პლატფორმა ვერ დავინახე და რა უნდათ ვერ გავიგე. ტრადიციული ქართული კულტურა ყველას გვიყვარს და ყველას მოგვწონს, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. მათზე პოზიტივიც შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პარტიაა ვინც „ნაციონალების“ სწორად წარმოჩენას ცდილობს. სხვა პარტიები ძირითადად ხელისუფლებას ებრძვიან. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „ოცნებას“ თანამშრომბლობა არ დაჭირდება, ის საკმარისი წარმომადგენლობით შევა პარლამენტში. თუმცა, პარტიამ თემატურად ყველასთან უნდა ითანამშროლოს, მათ შორის „ნაციონალებთანაც“. მაგალითად, ნატო-თან და ევროკავშირთან დაკავშირებით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, გურიის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics