|
2016-09-05 11:35:01, 635 ნახვა
პოლიტიკა
გერმანული მხარე სამართალდაცვით სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას წარმატებულს უწოდებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მეორე სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გერმანიის სამ ფედერალურ მიწას: საქსონიას, ბადენ-ვიურტემბერგსა და ჰესენს ეწვია. გიორგი მღებრიშვილი საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრ მარკუს ულბიგს, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შს მინისტრ თომას შტრობლს და ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრ პეტერ ბოითს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა გერმანელ კოლეგებს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და შს სამინისტროში დაგეგმილი პროექტები გააცნო. გერმანიის ფედერალური მიწების შს მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნის ფედერალური მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს შს მინისტრის გადაწყვეტილება, პირადად სწვეოდა ცალკეულ ფედერალურ მიწებს, ვითარების ადგილზე გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. გიორგი მღებრიშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. საქართველოს შს მინისტრმა კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია. გერმანული მხარე ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას სანიმუშოს უწოდებს, - ამის თაობაზე გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე ემილი ჰამბერგმა საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციასთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული გამოდგა.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)